თავში

ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაციას 1 328 000 ლარი მოხმარდა

ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაციას 1 328 000 ლარი მოხმარდა
ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაციას 1 328 000 ლარი მოხმარდა

თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა. შესრულებულ სამუშაოებს და მიმდებარედ არსებული ფერდის დამჭერი კედლის მოწყობის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

„კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. აქ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან ერთად და ვნახეთ, რა სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენ შარშან დავამთავრეთ ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია, ეს ხიდი კი ამორტიზებული იყო. იგი სრულად განახლდა, პრაქტიკულად, ახალი პროექტი განხორციელდა. სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ერთადერთი, რაზეც მიმდინარეობს სამუშაოები, ეს არის ქვედა ნაწილში, დამჭერი კედლის განახლება, რასაც ერთი თვე დაჭირდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, 1700 კვ. მ ფართობის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის ახალი საფარი, თვალამრიდები, ტროტუარები, სადეფორმაციო ნაკერები მოეწყო და დაზიანებული ნაწილები აღდგა.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 328 000 ლარი გამოიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system