თავში

ევროპის საინვესტიციო ბანკი სებ-ის საქმიანობას აფასებს

ევროპის საინვესტიციო ბანკი სებ-ის საქმიანობას აფასებს
ევროპის საინვესტიციო ბანკი სებ-ის საქმიანობას აფასებს

ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ანგარიშში აღნიშნულია, რომ "საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის საშუალებით, ინფლაციაზე კონტროლი შენარჩუნდა, რამაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცენტრალური ბანკის სანდოობა გაზარდა. ეროვნულმა ბანკმა, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, შესამჩნევად განავითარა და გაათანამედროვა ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტები. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ლარის ლიკვიდობაზე უკეთესს წვდომას".

ანგარიშის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა, შესაძლო რისკების შესამცირებლად, ბანკებს უცხოური ვალუტით გაცემულ არაჰეჯირებულ სესხებზე რისკის მიხედვით უფრო მაღალი შეწონვა დაუდგინა და ჯერ კიდევ პანდემიამდე, დაკრედიტების უფრო მკაცრი მოთხოვნები დაუწესა. ეს ინსტრუმენტები, შესაძლოა, COVID-19 - ის კრიზისის უარყოფითი გავლენის შემსუბუქების ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდეს.

"ეროვნული ბანკის შემაკავებული ღონისძიებებისა და "ლარიზაციის" პროგრამის განხორციელების შედეგად, 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი სესხების 56.1% და მთლიანი დეპოზიტების 60% დენომინირებული იყო უცხოური ვალუტით. აღნიშნული მაჩვენებლები, 2015-2016 წლების პიკთან შედარებით, შემცირებულია. გატარებული ღონისძიებების შედეგები უფრო თვალსაჩინოა ბანკების საბალანსო უწყისების აქტივების მხარეს, სადაც ჩანს, რომ 2015 წლის შემდეგ ლარით დენომინირებული სესხები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თუმცა, ბიზნესისა და შინამეურნეობების ეროვნული ვალუტით განთავსებული ანაბრების წილიც 2020 წელს 2015 წელთან შედარებით ზრდას აჩვენებს", - აღნიშნულია ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს უფრო მდგრადი TIBR ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსის შემოღებამ და რეპო გარიგებების ჩარჩო შეთანხმებამ ხელი შეუწყო ბანკთაშორის ბაზრებზე ლიკვიდობის განვითარებას და საპროცენტო განაკვეთების მოკლევადიანი რყევები შეამცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system