თავში

საქართველო ევროპის უმსხვილეს საინვესტიციო გამოფენაზეა წარმოდგენილი

ევროპის უმსხვილეს საინვესტიციო
საქართველო ევროპის უმსხვილეს საინვესტიციო გამოფენაზეა წარმოდგენილი

7-9 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქმიუნხენში ევროპის უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა უძრავი ქონების მიმართულებით “EXPO REAL” გაიმართება. მასშიმონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომელშიც შედიანეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, მიუნხენის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რათა ადგილობრივ უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტორები მოვიზიდოთ. მისი თქმით, დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიები შეძლებენდეტალურიინფორმაციის მიღებასსაქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

„გამოფენაზე წარდგენილია კონკრეტული საინვესტიციო პროექტები თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება მიმზიდველი იყოს უცხოელი ინვესტორებისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი უძრავი ქონების ბაზრით საერთაშორისო კაპიტალი დაინტერესდეს, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ასეთ შესაძლებლობებს ზრდის. მით უფრო, რომ საქართველოს დელეგაციას აქვს შეხვედრები უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანიებთან, სადაც ისინი გაეცნობიან იმ სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებს, რასაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს უძრავი ქონების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიმართულებით,“ - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

მიუნხენის საერთაშორისო გამოფენა მოიცავს გლობალური უძრავი ქონების ინდუსტრიის სრულ ჯაჭვს და აერთიანებს 45 000-ზე მეტ მონაწილეს 70-ზე მეტი ქვეყნიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system