თავში

ევროპული საბჭო საქართველოს თავდაცვისთვის 13 მილიონს გამოუყოფს

ევროპული საბჭო საქართველოს თავდაცვისთვის €13 მილიონს გამოუყოფს
ევროპული საბჭო საქართველოს თავდაცვისთვის  13 მილიონს გამოუყოფს

ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპის მშვიდობის მექანიზმის (EPF) ფარგლებში, თავდაცვის სისტემების გაძლიერებისთვის დაფინანსებას გამოყოფს. შესაბამისი ინფორმაცია ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"აღნიშნული დახმარების ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას. მათ შორის მათ შესაძლებლობას, გაუწიონ მშვიდობიან მოსახლეობას დახმარება კრიზისულ ან საგანგებო სიტუაციებში.

ეს ღონისძიება მოიცავს 12,75 მილიონი ევროს ღირებულებას 36 თვის განმავლობაში" , - აღნიშნულია ევროპული საბჭოს განცხადებაში საქართველოსთან მიმართებით.

განცხადების თანახმად, დახმარების ღონისძიებები მოიცავს არალეტალური აღჭურვილობის გადმოცემას, მათ შორის, საინჟინრო და სამედიცინო დანიშნულების საგნების გადმოცემას.

უკრაინისთვის გამოყოფილია  31 მილიონი ევრო, მოლდოვისთვის კი - 7 მილიონი. ასევე, დახმარებას მიიღებს დასავლეთ აფრიკის ქვეყანა მალიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system