თავში

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ხუთწლიან მისიას ასრულებს

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ხუთწლიან მისიას ასრულებს
ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ხუთწლიან მისიას ასრულებს

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან ურსესი საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს. მასთან დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების როლს ქვეყნის განვითარებაში ხაზი გაუსვა და იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს წარმატებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მხარეებმა მიმოიხილეს იმ პროგრამების მიმდინარეობა, რომელსაც ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) აფინანსებს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs), ასევე, საჯარო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სფეროში. ისაუბრეს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტის“ შესახებ, რომლის მიზანია, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგო ეფექტურობის გაზრდა.

შეხვედრის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system