თავში

ევროზონაში 2021 წელს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება

ევროზონაში 2021 წელს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება
ევროზონაში 2021 წელს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2021 მეორე კვარტალში, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პარალელურად, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება გაგრძელდა ევროზონაშიც, სადაც ივნისის მონაცემებით, ნაწილობრივ გაჯანსაღდა აქტივობა საწარმოო და სამრეწველო სექტორში; სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობებიც გაზრდილია. ვაქცინაციის პარალელურად, ინვესტიციებთან და ტურიზმთან დაკავშირებითაც მოლოდინები გაუმჯობესდა. 

სსფ-ს ივლისის შეფასებით6, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროზონისთვის 2021 წელს 4.6%-ია, ხოლო 2022-ში კი 4.3%-ს უტოლდება. პროგნოზირებული ინფლაციის დონე 2021 წელს 1.4%-ია, ხოლო 2022 წელს კი - 1.2%.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ივლისის განახლებული პროგნოზის მიხედვით გლობალური ეკონომიკური ზრდა 2021 წელს, წინა პროგნოზის მსგავსად, 6% იქნება, თუმცა, განხორციელებული ფისკალური და მონეტარული სტიმულის ფონზე, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, პირველ ნახევართან შედარებით, კვლავაც მოსალოდნელია ზრდის ტემპების გაუმჯობესება. ამავე პროგნოზით, 2022 წელს 4.9%-იანი გლობალური ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი 2021 წელს 6.3%-ს უტოლდება, ხოლო 2022-ში კი 5.2%-ის ფარგლებშია. მიმდინარე წელს ინფლაციური მოლოდინები გლობალურად გაზრდილია, რის ფონზეც ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3.5%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system