
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ გამოკითხული მსოფლიოს 100 ეკონომისტიდან 70% თვლის, რომ 2021 წელს ევროზონის ეკონომიკა 4.5%-ით აღდგება, ხოლო მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 4.3% იქნება.
აღნიშნული მონაცემები აღემატება გასული თვის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ეკონომისტები 2021-2022 წლებში ევროზონაში ეკონომიკის 4.2%-ით მატებას პროგნოზირებენ.
რაც შეეხება ევროკომისიის პროგნოზს, მათი შეფასებით, ევროზონის ეკონომიკა 2021 წელს 4.8%-ით აღდგება, ხოლო მომავალ წელს ზრდა 4.5% იქნება.
ევროკომისიის მაისის მაჩვენებლით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო, ხოლო 2022 წელს 4.4%.