თავში

ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკის 15%-ით შემცირებას ვარაუდობენ

ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკის 15%-ით შემცირებას ვარაუდობენ
ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკის 15%-ით შემცირებას ვარაუდობენ

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის მოსაზრებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზის გამო, 2020 წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, ევროზონის წევრ 19 ქვეყანაში ეკონომიკა, შესაძლოა, 15%-ით შემცირდეს.

”ევროზონის ეკონომიკა არნახული სიჩქარით მცირდება”, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ევროზონის წევრ 19 ქვეყანაში ეკონომიკის 3,8 პროცენტიანი ვარდნის შესახებ განაცხადა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე წლის შემდეგ თვეებში გლობალური ეკონომიკა უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ხოლო ევროპის არაერთ წევრ ქვეყანაში რეცესიაა მოსალოდნელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system