თავში

"ფაბრიკა 1900" თვეში 600 ტონა შესაფუთ მასალას ამუშავებს

"ფაბრიკა 1900" თვეში 600 ტონა შესაფუთ მასალას ამუშავებს
ფაბრიკა 1900 თვეში 600 ტონა შესაფუთ მასალას ამუშავებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „ფაბრიკა 1900“ მოინახულეს.

სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა და არსებული საწარმო შენობის გაფართოვება, აშენება-გამართვა შეძლო. შესაბამისად, გაიზარდა წარმოების მოცულობა და დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ეტაპზე კომპანიაში 150 ადამიანია დასაქმებული. საწარმოში 14 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული, წარმოების მოცულობა კი ყოველთვიურად 600 ტონას აღწევს. მისი წარმოებული შესაფუთი მასალები არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, რომელიც მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე. კომპანია სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system