თავში

Facebook-ის კრიპტოვალუტას მსხვილი პარტნიორები ტოვებენ

Facebook-ის კრიპტოვალუტას მსხვილი პარტნიორები ტოვებენ
Facebook-ის კრიპტოვალუტას მსხვილი პარტნიორები ტოვებენ

facebook-ის გადახდის სისტემის, libra-ს პრეზენტაცია, ივნისში შედგა, რომელიც კომპანიის ახალ კრიპტოვალუტაზეა დაფუძნებული. საგულისხმოა, რომ Libra-ს მხარს უჭერდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა MasterCard, Visa, PayPal, Ebay, Uber, Lyft და Spotify.  მიუხედავად კარგი დასაწყისისა, პრობლემებიც მალევე შეიქმნა და ლიბრას პერსპექტივები ბუნდოვანი გახდა. საფრანგეთმა და გერმანიამ შეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროპაში Facebook-ის ვალუტას არ დაუშვებდნენ. ამის შემდეგ Libra-ს ასოციაციას ტოვებს უკვე Paypal-იც. ამ დემარშს მალევე შეუერთდა სხვა მსხვილი კომპანიებიც, მათ შორის MasterCard და Visa. როგორც ჩანს საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების გავლენა დიდია, ისინი ეწინააღმდეგებიან კრიპტოვალუტის ასეთ მასშტაბურ გამოვლინებას და მუდმივად ცდილობენ უარი ათქმევინონ მარკ ცუკერბერგს საკუთარ განზრახვაზე. ამ „მზაკვრული“ გეგმის განხორციელებაში მათ მხარს უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიც უჭერს, რადგან ისინი კრიპტოვალუტაში საფრთხეს ხედავენ, როგორც ფულის გათეთრების მხრივ, ასევე კრიმინალური აქტივობის შესაძლო დაფინანსების კუთხით. შედეგად Libra, მსხვილი საგადასახადო კომპანიების გარეშე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ის ვერ შეძლებს გახდეს გლობალური მოთამაშე, თუმცა როგორც პროექტის ხელმძღვანელი დევიდ მარკუსი აღნიშნავს,  პროექტს მნიუხედავად პრობლემებისა, მომავალი მაინც აქვს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლიბრას შევიწროვების პარალელურად, ევროკავშირი საკუთარი კრიპტოვალურის შექმნაზე ალაპარაკდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system