თავში

Facebook-ის მოგება 19%-ით გაიზარდა

Facebook-ის მოგება 19%-ით გაიზარდა
Facebook-ის მოგება 19%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Facebook–ის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%–ით, 6.1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. როგორც, გამოცემა The Wall Street Journal - ი წერს, გაყიდვები რეკლამების შედეგად მიღებული შემოსავალით 29%–ით, 17,7 მილიარდ დოლარადამდე ავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების მოლოდინებს საგრძნობლად აჭარბებს.

Facebook–ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა და $2.45 მილიარდს მიაღწია. რეკლამირების სახით მიღებულმა შემოსავლებმა 28 პროცენტი შეადგინა და $17.4 მილიარდით განისაზღვა. ინტერნეტ–გიგანტი ამჟამად ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება - 2020 წლის აშშ-ის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კვლავ არის ხმაურიანი ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქსელი პროპაგანდისა და ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ სათანადოდ არ რეაგირებს.

 Facebook–ის პრესტიჟულ პროექტს ციფრული ვალუტის შესახებ საფრთხე ემუქრება. libra-ს უფრო და უფრო მეტი პოტენციური პარტნიორი ტოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system