თავში

Facebook სმარტფონებს სათვალეებით ჩაანაცვლებს

Facebook სმარტფონებს სათვალეებით ჩაანაცვლებს
Facebook სმარტფონებს სათვალეებით ჩაანაცვლებს

გუგლის ჭკვიანი სათვალეების გამოჩენიდან, დიდი დრო გავიდა და ტექნოლოგია, როგორც ჩანს, იხვეწება. ცნობილი ხდება, რომ ციფრული ბიზნეს გიგანტი Facebook თანამშრომლობს Ray-Ban-ის მფლობელ კომპანიასთან (Luxottica) იმისათვის, რომ ბაზარზე არსებული სმარტფონები უფრო მოსახერხებელი მოწყობილობით, სათვალეებით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ ინფორმაცია, CNBC-მა გაავრცელა. ეს იქნება გაფართოებული რეალობის (AR) სათვალე, რომლის სახელიც, სავარაუდოდ Orion იქნება. მისი გამოშვება 2023-დან 2025 წლამდე შუალედში იგეგმება. Orion-ს ექნება პირდაპირი ეთერის ფუნქცია (იმ ადამიანის სუბიექტური რეალობის პირდაპირ ეთერში ჩვენების, რომელსაც სათვალე უკეთია). გარდა ამისა, მისი დახმარებით სატელეფონო ზარის განხორციელება შეგეძლებათ და ასევე, დისპლეით სარგებლობა, რომელიც მომხარებელს, სურვილისამებრ, უწყვეტად მიაწვდის ვიზუალურ ინფორმაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system