თავში

FAO-ს ფასების ინდექსი 6-წლიან მაქსიმუმზეა

FAO-ს ფასების ინდექსი 6-წლიან მაქსიმუმზეა
FAO-ს ფასების ინდექსი 6-წლიან მაქსიმუმზეა

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ფასების ინდექსი იანვარში, გაიზარდა და 113.3 ქულა შეადგინა. ეს 2014 წლის ივლისის თვის შემდგომ, FAO-ს ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაჩვენებელი 2020 წლის დეკემბრის ფასებთან შედარებით 4.3%-ითაა გაზრდილი, 

FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, მკვეთრად 7.1%-ითაა გაზრდილი. სიმინდის ფასების ინდექსი წლიურ 42.3%-იან ზრდა აჩვენებს. FAO ძირითად მიზეზად ჩინეთის მიერ სიმინდის მასიური შეძენას, მარცვლეულის შემცირებულ მარაგსა და სიმინდის მოსალოდნელზე ნაკლები პროდუქციას ასახელებს. ამ მიზეზებმა, იანვარში, მარცვლეულზე ფასების 11.2%-ით ზრდა გამოიწვია. ხორბლის ფასი 6.8%-ითაა გაზრდილი. ფასების ზრდა, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ხორბალზე მოჭარბებულმა მოთხოვნამ და მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის, რუსეთის მიერ ხორბლის გაყიდვების შემცირებამ გამოიწვია.

2012 წლის შემდგომ, მაქსიმუმს მიაღწია მცენარეული ზეთების ფასების ინდექსმა. დეკემბერთან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 5.8%-ითაა გაზრდილი. ზრდის მიზეზად, პალმის ზეთის, დაგეგმილზე ნაკლები წარმოება სახელდება. დაბალი წარმოების მიზეზი, მალაიზიასა და ინდონეზიაში არაკეთილსაიმედო მეტეოროლოგიური პირობები და მიგრანტი მუშახელის ნაკლებობაა.

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი დეკემბერთან შედარებით - 8.1%-ითაა მომატებული. ფასების ზრდა, შაქარზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებელ ქვეყნებში, რუსეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებმა წარმოებამ გამოიწვია. პროცესს ხელი შეუწყო, სამხრეთ ამერიკაში ჩვეულებრივზე უფრო ცხელმა კლიმატურმა პირობებმა, რამაც მოსავალი დააზარალა.

1.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მთავარი მიზეზი, წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელი, რძის დაბალი წარმოება და ჩინეთის მხრიდან, ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, პროდუქციის მასიური შესყიდვა წარმოადგენდა.

დეკემბერთან შედარებით, 1%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდის მთავარი მიზეზი, ბრაზილიაში ფრინველის გრიპის შედეგად, ფრინველის ხორცის წარმოებაში წარმოქმნილი შეფერხება იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system