თავში

ფარმაცევტულ საწარმოებს GMP/GDP ხარისხის წარდგენის დამატებითი პერიოდი განესაზღვრათ

ფარმაცევტულ საწარმოებს GMP/GDP ხარისხის წარდგენის დამატებითი პე
ფარმაცევტულ საწარმოებს GMP/GDP ხარისხის წარდგენის დამატებითი პერიოდი განესაზღვრათ

საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს, ხარისხის ახალ - GMP სტანდარტზე გადასვლა მომდევნო წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. თუმცა, ამავე დროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ, - ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

გარდამავალი პერიოდის დაწესების შესახებ ინფორმაცია, ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მიაწოდა. მისივე თქმით, იგივე შეღავათებით ისარგებლებენ საბითუმო დისტრიბუტორებიც.

შეხვედრაზე, მხარეებმა ფარმაცევტული კუთხით 2022 წლიდან დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომლებიც საქართველოში კარგი საწარმოო (GMP) და სადისტრიბუციო (GDP) პრაქტიკის ამოქმედებას ისახავს მიზნად.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, დადგენილებაში შედის ცვლილება და იმ მწარმოებლებს, რომლებსაც GMP სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, მედიკამენტების ექსპორტის საშუალება მაინც ექნებათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს წლებია გარკვეული ბაზრები მეზობელ ქვეყნებში მოძიებული აქვთ და ისინი ვერ ახერხებენ ამ სტანდარტზე გადასვლას, მათ 2025 წლამდე ექნებათ აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის უფლება“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა, გაჟღერებული ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს იმ კომპანიებს, ვისაც ახალ, ხარისხის სტანდარტზე გადასვლის სურვილი და რესურსი გააჩნიათ.

„აბსოლუტურად, ძალიან გონივრულად და ჭკვიანურად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან საუბარი კი არ არის გადავადებაზე იმ კომპანიებისთვის ვისაც არ აქვთ სურვილი, ან არ ემზადებიან. აქ არის ლაპარაკი, კონკრეტულად, გონივრულად, რა ვადებში უნდა მოხდეს ახალ სტანდარტზე გადასვლა იმ კომპანიებისთვის, ვისაც ამის სურვილი და რესურსი გააჩნიათ. ძალიან მნშვნელოვანია, რომ ექსპორტი არ ეზღუდებათ, ადგილობრივ მწარმოებლებს, რომელთა პროდუქციასაც სხვა ქვეყნებში იღებენ არსებული დოკუმენტაციით“, - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება ფარმაციის საბჭო, რომელიც სფეროში არსებულ დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system