თავში

ფარმაცევტული კომპანიები ბაზრის კვლევის ჩატარებას ითხოვენ

ფარმაცევტული კომპანიები ბაზრის კვლევის ჩატარებას ითხოვენ
ფარმაცევტული კომპანიები ბაზრის კვლევის ჩატარებას ითხოვენ

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაცია მთავრობას ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ჩატარებას სთხოვს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ამის საჭიროება მოსახლეობაში გაჩენილმა განცდამ განაპირობა, თითქოს ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასნამატი დიდია.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია დადგინდეს და მოსახლეობას ეცნობოს, რეალურად რა ფასნამატზეა საუბარი. 

მისივე თქმით, ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტზე ინფორმაცია და ღირებულება ითვლება კონფიდენციალურად და მისი გასაჯაროება მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა. კვლევის ჩატარება, მარგველაშვილის მტკიცებით, მხოლოდ შემოსავლების სამსახურს შეუძლია. 

მისივე ინფორმაციით, აუდიტის სამსახურს ჰქონდა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის კვლევა, თუმცა, დოკუმენტში ფასნამატების ანალიზი არ მომხდარა.

ამ ინიციატივით აფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაცია მიმართვას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, როგორც კი დაიწყებს მუშაობას.

საქართველოში წამლების სიძვირე ჯანდაცვის უმთარეს პრობლემად სახელდება. ქვეყანაში წამლების სიძვირეს, პრემიერ-მინისტრი გახარიაც აღიარებს. მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხსა და მკურნალობის ეფექტიანობაზე გიორგი გახარიამ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაანონსა.

შეგახსენებთ, მოსახლეობას წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვა სულ უფრო უჭირს.

მედიკამეტების და ამბულატორიული მომსახურების ფასები გაიზარდა 2020 წელს, ხოლო სტაციონარული მომსახურებების ინფლაცია დაბალია. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, სტაციონარული მომსახურების ფასი ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით ნაკლებად რყევადია და 2012 წლიდან დაბალი ერთნიშნა წლიური ინფლაციით ხასიათდება.

საქსტატის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system