თავში

ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი წლის ბოლოს დასრულდება

ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი წლის ბოლოს დასრულდება
ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი წლის ბოლოს დასრულდება

ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა და ამჟამად კონკურენციის სააგენტოს პრეზიდენტმა ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფარმაციის მონიტორინგი კონკურენციის სააგენტომ 2018 წლის დასაწყისში დაიწყო. შემუშავებული იქნა 2 წლიანი გეგმა. 1 წლის განმავლობაში სააგენტომ კომპანიებისგან პირველადი ინფორმაციები გამოითხოვა, შეიმუშავა და განსაზღვრა მეთოდოლოგიური მიდგომა, ასევე განისაზღვრა ბაზრის მახასიათებლები და გარკველწილად ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მცირე პრობლემას გადააწყდნენ კომპანიების მხრიდან ინფორმაციის მიწოდების კუთხით, იქინდან გამომდინარე, რომ კომპანიები არ არიან ვალდებულნი მონიტორინგის ფარგლებში სააგენტოსთან ამ კუთხით ითანამშრომლონ. 

ფარმაციის მონიტორინგის პროცესის პირველი ეტაპი დასრულებულია და ის შემდეგ ეტაპზე გადადის. გეგმის მიხედვით წლის ბოლოს საბოლოო დასკვნა უნდა დაიდოს. 

წყარო: TVpirveli

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system