თავში

ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის შედეგები დღეს გახდება ცნობილი

ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის შედეგები დღეს გახდება ცნობილი
ფარმაციის ბაზრის მონიტორინგის შედეგები დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე დღეს შეხვედრას გამართავს.

„შეხვედრის მიზანია, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სააგენტოში მიმდინარე მონიტორინგის ჭრილში, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა. ასევე, ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება და კონკურენციის დაცვის ხელშემწყობი მექანიზმების, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა-გაზიარება“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეულნი არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები.

ღონისძიება დღეს, 09:30 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ გაიმართება.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კონკურენციის სააგენტოსთან აქცია გამართა მოთხოვნით ოპერატიულად შეისწავლოს უწყებამ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები. უფლებადამცველმა კონკურენციის სააგენტოს ახალდანიშნულ უფროსს, ირაკლი ლექვინაძეს, საკითხის შესასწავლად ერთთვიანი ვადა მისცა.

დოლიძის საპასუხოდ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესს ვადები არ აქვს. 

"ჩვენ გვესმის, რომ ქალბატონ ანას აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. სააგენტო იმოქმედებს კანონმდებლობის ჩარჩოში, იმოქმედებს თავის უფლებამოსილების ფარგლებში და მაქსიმალურად იქნება გამჭირვალე მომხმარებლის ინფორმირებაში“,- განაცხადა კონკურენციის სააგენტოს უფროსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system