თავში

ფარმაციის სექტორის მოგება მზარდია

ფარმაციის სექტორის მოგება მზარდია
ფარმაციის სექტორის მოგება მზარდია

ფარმაციის სექტორის ფინანსური ანგარშები „ებიტ ჯგუფმა“ შეისწავლა და გაანალიზა. აღმოჩნდა რომ 2019 წელს  ფარმაციის სექტორში მსხვილ კომპანიებს წმინდა მოგება 25.4%-ით, საშუალო კომპანიებს კი, 23.29% -ით გაეზარდათ.

მსხვილმა კომპანიებმა 153.9 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს წელი, შედარებით მცირე საწარმოებმა 36.9 მლნ.

სექტორში 2019 წელს ჯამში 14 783 ადამიანი იყო დასაქმებული.

EBIDTA-ს მარჟა საშუალოდ 11.4%, წმინდა მოგების მარჟა კი, 8.87%.

რაც შეეხება ზრდის ტემპებს. წლიურად მსხვილი კომპანიების შემოსავლები 11.25%-ით, III კატეგორიის კომპანიების კი, 15.6%-ით გაიზარდა. წმინდა მოგების მარჟის ზრდა კი, შესაბამისად, 8.75% და 7.83% იყო.

2019 წელს ფარმაციის სექტორში ჯამური შემოსავალი 2.15 მლრდ ლარს აღემატებოდა, აქედან 1.73 მლრდ I და II დონის საწარმოებზე მოდიოდა, 418.7 მლნ III კატეგორიის საწარმოზე.

EBITDA I და II დონის კომპანიების შემთხვევაში 205.9 მლნ ლარი იყო, III კატეგორიაში 39.15 მლნ.

ფარმაცევტული კომპანიები ფინანსურ მაჩვენებლებს 2018 წლიდან ასაჯაროებენ. საკონსულტაციო კომპანია „ებიტ ჯგუფი“ კი, ამ მაჩვენებლების საფუძველზე ბაზრის ანალიზს ახდენს. კომპანია 2020 წლის ფინანსური მაცვენებლების შესწავლასაც გეგმავს. მათი წინასწარი შეფასებით, 2020 წელს სექტორის მოგება ბევრად მეტი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system