თავში

ფაროსანაზე მეტად, მოსავალს დაავადებები ანადგურებენ

ფაროსანაზე მეტად, მოსავალს დაავადებები ანადგურებენ
ფაროსანაზე მეტად, მოსავალს დაავადებები ანადგურებენ

მთავრობა ფაროსანასთან ბრძოლას  გამარჯვებულად მიიჩნევს.  როგორც ცნობილი აგრონომი, ,,აგრო ექსპერტთა ასოციაციის" წამყვანი სპეციალისტი ნინო ჭიორელი report.ge-თან განმარტავს, ფაროსანას პრობლემა მწვავედ სინამდვილეში არც გასულ წელს მდგარა და გაცილებით მეტი ძალისხმევა ფერმერებს თხილსა და ხილზე გავრცელებულ დაავადებებთან და მავნებლებთან საბრძოლველად სჭირდებათ. ყველაზე დიდი პრობლემა კი, რაც მოსავლიანობას ხელს უშლის, ნინო ჭიორელის ინფორმაციით, ფერმერებში ცოდნის დეფიციტი და ინფორმაციის ნაკლებობაა.

,,ფაროსანაზე მეტად შარშან დასავლეთ საქართველოში პრობლემა ძირითადად თხილის გულის სიდამპლე იყო. ეს არის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებით გამოწვეული სიდამპლე, რომელსაც სპეციალური პესტიციდებით წამლობენ. აღსანიშნავია, რომ თხილს აზიანებს როგორც მავნებლები, ასევე სოკოვანი და ვირუსული დაავადებები. ბაქტერიებიდან ხშირია ამერიკული თეთრი პეპელა, თხილის ცხვირგრძელა, აბლაბუდიანი ტკიპა, მენაღმე ჩრჩილი, ამბროზიის ხოჭო, აზიური ფაროსანა (ბაღლინჯო) და სხვა. სოკოვანი დაავადებიდან განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებულია ყველა ფერმერისთვის ცნობილი თხილის ნაცარი, თხილის ტოტების შავი კიბო, ნაყოფის სიდამპლე, ვირუსული დაავადებიდან მცენარეს აზიანებს რგოლური ლაქიანობა, ასევე მნიშვნელოვანი და  საყურადღებოა ბაქტერიული დაავადებები - ბაქტერიული სიდამწვრე და ბაქტერიული კიბო. მნიშვნელოვანია, რომ წამლობა ჩატარდეს უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ჯერადობის ნორმის დარღვევით საფრთხე ემუქრება როგორც მოსავალს, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას ", - განმარტავს ნინო ჭიორელი.

მისი თქმით, ფერმერები ხშირად მავნებლებსა და მცენარეების დაავადებებს თვითნებურად მკურნალობენ, არ იცავენ შეწამვლისთვის დადგენილ სტანდარტს, რის გამოც მოსავალი ზიანდება.

,,სოფლის მეურნეობაში სერიოზული პრობლემაა მწირი ცოდნა, აგროტექნიკური ღონისძიებები არასწორად ტარდება და  ამით მეტ საფრთხეს უქმნიან მოსავალს, ვიდრე შეიძლება ეს კონკრეტული მავნებლისგან მიყენებული ზარალი იყოს. ფერმერები ხშირად სათანადოდ ვერ ახორციელებენ მცენარეების დაცვის მიმართულებით  საჭირო პროცედურებს, არ ხდება წამლობა განსაზღვრულ ვადებში და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ფაროსანაზე მეტი პრობლემა დღეს, რაზეც სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად კეთდება აქცენტი, ცოდნის და ინფორმაციის დეფიციტია. როცა პრევენციის საშუალებებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მოსავლის აღების შემდეგ დამუშავებები ნაკვეთი როგორც მავნებლის, ასევე დაავადებების მიმართ. საჭიროა ნარჩენის დროულად გატანა და განადგურება, მიმდინარეობს ასევე სარეველას მოწვა, თუ ამ ყველაფერს არ გავაკონტროლებთ, მავნებლის და სხვადასხვა დაავადების გავრცელების პრობლემა მუდმივად შეგვაწუხებს", - ამბობს აგრონომი.

ცნობისთვის, მთავრობის მხრიდან გატარებულ აგრო ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა დღეს,პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა და განაცხადა, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში დაძლეულია, მისი თქმით, ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system