თავში

ფასების ზრდა პენსიონრებს ვეღარ დააზარალებს

ფასების ზრდა პენსიონრებს ვეღარ დააზარალებს
ფასების ზრდა პენსიონრებს ვეღარ დააზარალებს

უახლოეს დღეებში პარლამენტში პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყება. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პენსიის ახალი კანონპროექტი, რომელიც მის ინდექსაციას გულისხმობს, უზრუნველყოფს, რომ ინფლაციამ პენსიის მოცულობაზე გავლენა ვერ მოახდინოს.

„მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ პენსია 30 ლარით გაიზრდება პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი. უახლოეს დღეებში პარლამენტში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს პენსიების ზრდას მომავალი წლის პირველი იანვრიდან და ინდექსაციას. ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ასევე დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს პენსიის რეალურ მოცულობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ცნობისთვის, სპეციალისტების შეფასებით, პენსიის ზრდის მიმართულებით მთავრობის ღონისძიებები გაზრდის საპენსიო შემოსავლების მსყიდვითუნარიანობას დადებითად აისახება და ამ კატეგორიის მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე, თუმცა, მათივე თქმით, საშუალო პენსიის თანაფარდობა საშუალო ხელფასთან შედარებით, მაინც დაბალ დონეზე რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system