თავში

ფერმებში რძის დეფიციტია

ფერმებში რძის დეფიციტია
ფერმებში რძის დეფიციტია

რძისა და ყველის მწარმოებლები რძის დეფიციტზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, როგორც მოსახლეობიდან, ასევე ფერმებიდან რძის შესყიდვა შემცირდა, ხოლო ფასი გაიზარდა. დედოფლისწყაროში მცხოვრები ფერმერის, ბესიკ თოფმაჯიშვილის თქმით, ბოლო 5 წელიწადში რძის წარმოება ფაქტობრივად განახევრებულია, რის მიზეზიც საქონლის სულადობის კლებაა.

,,მერძევეობა ასეთი კრიზისის წინაშე არ მახსოვს, ოდესმე ყოფილიყო. რძეს ვერ ვყიდულობთ, გართულდა მდგომარეობა, რის გამოც მუშაობა გვიჭირს. ფერმებში რძის სიმცირეა, ვერც მოსახლეობისგან ვიბარებთ, პროდუქტი რეალურად არ არის.  ამ პერიოდში მაქსიმუმ 80 თეთრი ღირდა 1ლ რძე, ახლა 1,30 ლარზე იაფად არ იშოვება. ცალკე წარმოების ხარჯი, ამდენჯერ გაძვირდა დენი და გაზი, როგორ უნდა იმუშაოს წარმოებამ, არ მესმის. რძის საწარმოს დახმარება არ არის საკმარისი, პირველ რიგში, გლეხებს  უნდა დაეხმარობნ, რომ საქონლის შენახვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მაღალი ხარჯის გამო დღეს ზარალიანია საქონლის შენახვა, ამიტომ არის პრობლემა ასეთი მასშტაბური. როგორც რძის, ასევე ყველის ფასი მატულობს და წარმოების ტემპი მცირდება. ბოლო 5 წელში წარმოება, ფაქტობრივად განახევრებული, შესყიდვების მხრივ ასეთი მძიმე სიტუაცია აქამდე არ ყოფილა. ცხადია, ყველაფერს ეპიდემიას ვერ დავაბრალებთ. წარმოების პრობლემა covid-19-მდე გაჩნდა და ახლა უფრო გაღრმავდა. მართალია, მთავრობა საკმაოდ გააქტიურდა და ხალიც მეტ ინტერესს იჩენს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ძალისხმევა არასაკმარისია. მარტო მცდელობა არ კმარა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. ხალხი წარმოების ზრდით არ არის დაინტერესებული, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ", - ამბობს ბესიკ თოფმაჯიშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო ერთ თვეში რძე და ყველი 4.0 პროცენტით გაძვირდა. ისინი გაძვირებულია წლიურ ჭრილში 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით რძესა და ყველზე ფასები გაძრდილია 9.1 პროცენტით.

რძე და ყველი საქართველოში დეკემბერშიც გაძვირდა. 2020 წლის დეკემბერში რძე და ყველი 4.2 პროცენტით გაძვირდა წინა თვესთან შედარებითმ ხოლო 11.3 პროცენტითაა გაძვირებული 2019 წლის დეკემბერთან შედარებთ. ეს პროდუქტები გაძვირებულია ნოემბერშიც.

3.2%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების საერთაშორისო ფასები. ფასის ზრდა უწყვეტად გრძელდებოდა ბოლო შვიდი თვის მანძილზე. ამის მიზეზად მსოფლიოში და დაგანსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, რძესა და რძის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა დასახელდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით, რძისა და რძის პროდუქტების საერთაშორისო ფასების ზრდა, ევროპაში, კარაქსა და ყველზე გაზრდილმა მოთხოვნამ და სეზონისათვის დამახასიათებელმა შემცირებულმა რძის წარმოებამ გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system