თავში

ფერმერები 50 მლნ-იან საგრანტო დახმარებას მიიღებენ - დავითაშვილი

ფერმერები 50 მლნ-იან საგრანტო დახმარებას მიიღებენ - დავითაშვილი
ფერმერები 50 მლნ-იან საგრანტო დახმარებას მიიღებენ - დავითაშვილი

მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამით, ფერმერები 50 მლნ-იან საგრანტო დახმარებას მიიღებენ, რაც უპრეცედენტოდ დიდი რიცხვია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე დეფიციტი წლების განმავლობაში არსებობდა. მინისტრის განმარტებით, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება ქვეყანას, რათა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტი აღმოფხვრან.

მისი თქმით, დღეს მთავრობამ ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა შეზღუდული ბიუჯეტით წინა წლებშიც ხორციელდებოდა, თუმცა იგი წელს მასშტაბურად გაიზრდება.

„50 მლნ-იანი საგრანტო დახმარება ეს უპრეცედენტოდ დიდი რიცხვია. ჩვენი თანადაფინანსების პირობაა 35% საგრანტო დაფინანსება, დანარჩენი კი შესაძლოა იყოს, შეღავათიანი აგროკრედიტი ან აგროლიზინგი, 100 მლნ-ზე მეტი ახალი ტექნიკა გამოჩნდება საქართველოში. ასეთი დიდი დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ქვეყანას არ განუხორციელებია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანწილად უპასუხებს იმ საჭიროებებს, რაც ფერმერებს ტექნიკის თვალსაზრისით გააჩნიათ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ფერმერებისგან განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system