თავში

ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს 1 თებერვლიდან მიიღებენ

ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს 1 თებერვლიდან მიიღებენ
ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს 1 თებერვლიდან მიიღებენ

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ფერმერებს "სოკარი" დიზელს შეღავთიან ფასში წელსაც მიაწვდის.

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოში განუცხადეს. 

უწყების განმარტებით, პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად იქნება შესაძლებელი. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურებაეტაპობრივად მოხდება 7 თებერვლიდან.

პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე შეეძლებათ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - მუნიციპალურ ცენტრებში.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის შეუფერხებლად გაცემა მოხდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით - გაიცემაარაუმეტეს 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - დამატებით 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა.

ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.

თავად კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. კომპანია ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system