თავში

ფერმერები საბანკო შეღავათებით ისარგებლებენ

ფერმერები საბანკო შეღავათებით ისარგებლებენ
ფერმერები საბანკო შეღავათებით ისარგებლებენ

სახელმწიფომ აგროკრედიტის ფარგლებში თანამონაწილეობის საპროცენტო განაკვეთი გაზარდა, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის მოიცავს შემდეგს:

საბრუნავი საშუალებების კომპონენტში (ერთწლიანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენეტი) - საბანკო სესხი 5 000 ლარიდან 100 ათას ლარამდე. სრული თანადაფინანსება 17%, თანადაფინანსების პერიოდი 6 თვე.

ძირითადი საშუალების თანადაფინანსების კომპონენტი - საბანკო სესხი 20 000 ლარიდან 1 500 000-მდე, თანადაფინანსება 11-12%. თანადაფინანსების პერიოდი 48 თვე.

სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი - საბანკო სესხი 1 500 001-დან 5 000 000 ლარამდე, თანადაფინანსება 10%. თანადაფინანსების პერიოდი 24 თვე.

ერთწლიანი კულტურების სესხისთვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება. ძირითადი საშუალების თანადაფინანსება 8%-ის ნაცვლად იქნება 11%; ლიზინგის თანადაფინანსება 9%-ის ნაცვალად იქნება 12%.

აგროკრედიტის ბიუჯეტი 74 მლნ ლარი იყო, სახელმწიფო დამატებით 7,5 მილიონ ლარს გამოყოფს.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system