თავში

ფერმერების დახმარებისათვის სახელმწიფო პროგრამებში დამატებითი კომპონენტები გაჩნდა

დახმარებისათვის სახელმწიფო პროგრამებში დამატებითი კომპონენტები გაჩნდა
ფერმერების დახმარებისათვის სახელმწიფო პროგრამებში დამატებითი კომპონენტები გაჩნდა

სამელიორაციო მომსახურებაში გადასახადს ფერმერები აღარ გადაიხდიან. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა იმ პირს, ვინ ირიგაციითა და დრენაჟის მომსახურებით სარგებლობს, სარწყავი სამუშაოები უფასოდ მიეწოდებათ. 

"ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ფერემერებისთვის უკავშირდება ერთწლიანი კულტურების მოყვანას - ეს არის ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. აქ საბრუნავ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა მივეცით ფერმერებს.

აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანადაფინანსებას საბანკო პროცენტის 5-დან 100 000 ლარამდე სესხებზე. ფაქტობრივად, ეს არის ფერმერებისთვის უფასო ფული ერთწლიანი პროდუქტების მოყვანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ სახელმწიფო, უზრუნველყოფის ნაწილში, 50 %-ით თავდებად უდგება ფერმერებს იმისათვის, რომ მარტივი იყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათ ადვილად შეძლონ კრედიტების აღება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, არსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შეიცვალა და კონკრეტულ შემთხვევებში მიზნობრიობა გაიზარდა იმისათვის, რომ უფრო მეტი საქმიანობა დაიფაროს საკრედიტო რესურსით და ფერმერებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ფინანსები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system