თავში

ფერმერებმა მელიორაციაზე 3 733 020 ლარი დაზოგეს

ფერმერებმა მელიორაციაზე 3 733 020 ლარი დაზოგეს
ფერმერებმა მელიორაციაზე  3 733 020 ლარი დაზოგეს

სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 33325 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 733 020 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციიდან" აცნობეს. 

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

16 ოქტომბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 33 325აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 733 020 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system