თავში

ფერმერებს საირიგაციო ხარჯები 3 347 589 ლარით შეუმცირდათ

ფერმერებს საირიგაციო ხარჯები 3 347 589 ლარით შეუმცირდათ

სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 29 188 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 347 589 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ report.ge-ს შპს "საქართველოს მელიორაციიდან" აცნობეს.

მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

"საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს. ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან. 18 სექტემბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 29 188 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 347 589 ლარი," - აცხადებენ "საქართველოს მელიორაციაში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system