თავში

ფერმერებს სეტყვისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

ფერმერებს სეტყვისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ
ფერმერებს სეტყვისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

ფერმერ თამაზ გუგოშვილს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ყვარლის მუნიციპალიტიტში მდებარე დაზიანებული ვენახი დაათვალიერეს და სეტყვისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურეს. 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, თამაზ გუგოშვილს, 29 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავალის 65% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. 

თამაზ გუგოშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას 37,125 ლარს, სადაზღვევო კომპანიისგან „ალდაგი“ მიიღებს. მან 4,5 ჰა ფართობის 5,736 ლარის ღირებულების დაზღვევის პოლისის შესაძენად, ნახევარი თანხა, 2,868 ლარი გადაიხადა, 50 % თანადაფინანსება კი, სახელმწიფოსგან მიიღო.

„ფერმერებს შეუძლიათ კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი“, - 

2021 წლის 31 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 17,286 შეადგენს, დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system