თავში

ფერმერი ქალების როლი იზრდება

ფერმერი ქალების როლი იზრდება
ფერმერი ქალების როლი იზრდება

ევროკავშირი და FAO ფერმერ ქალებს აძლიერებენ და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარჯების შემცირების მიზნით ახალ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვაში ეხმარებიან.

ერთ-ერთი მათგანი ლუდმილა სოფელი თამარიანიდან. ლუდმილამ და მისმა მეუღლემ სოფლის მეურნეობაში ჩართვა 10 წლის წინ გადაწყვიტეს და დღეს, ევროკავშირის დახმარებით, უფრო მეტ მოსავალს იღებენ ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსის გამოყენებით. უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი ქალების როლის გაძლიერებას სოფლის მეურნეობაში.

ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ NPARD-ის პროგრამის ფარგლებში ხდება ინფორმაციის გაზიარება ფერმერებისთვის კახეთის ზონაში.

ფერმერ ლუდმილა მანუელოვასთან მოეწყო სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთი, რომელზეც გამოყენებული იქნა კონსერვაციული მეურნეობის ერთ-ერთი პრინციპი, რასაც ჰქვია მინიმალური დამუშავება, რომელიც გულისხმობს ნიადაგის რესურსების შენარჩუნებასა და წყლის რესურსის ეფექტურ გამოყენებას.

"ხარჯი შეგვიმცირდა 30%-ით, ხოლო წარმოება გავზარდეთ 40%-ით. FAO-მ მოგვაწოდა დანადგარი, რომელსაც ქვია ჩიზელი. ეს დანადგარი ისე ამუშავებს ნიადაგს, რომ ტენი იმ ადგილას ხვდება. წვიმის დროსაც წყალი იმ ადგილას იყრის თავს, რითაც მოსავალი წყალნაკლული არასდროს არაა. ჩვენ ვაწარმოებთ ცხოველების საკვებსაც. ადგილობრივ ბაზარზე სილოსის 70%-ი სწორედ ჩვენი წარმოებისაა. FAO-მ აქ ადგილზე თამარიანში შექმნა ფერმერთა სკოლა, სადაც გვასწავლიან ტექნოლოგიურ სიახლეებს და გვასწავლიან მათ გამოყენებას. მათი მუშაობით იზრდება ქალის როლი ფერმერულ საქმიანობაში," - ამბობს ფერმერი.

სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლების მოწყობა პროექტ „ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დღემდე საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში 19 სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, ხოლო 11 სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურები საერთო ჯამში 18 ჰექტარამდე ფართობზე დაითესა.

გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია საქართველოში მოსავალი უფრო ბარაქიანი გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system