თავში

ფერმერის ტექნიკური დახმარებისთვის ორი პროგრამა მუშაობს

ფერმერის ტექნიკური დახმარებისთვის ორი პროგრამა მუშაობს
ფერმერის ტექნიკური დახმარებისთვის ორი პროგრამა მუშაობს

სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღება ამ დარგის წინსვლის ერთ-ერთ მთავარ პირობად სახელდება. საქართველოში ფერმერის ტექნიკური დახმარებისთვის ორი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს.

სოფლის მეირნეობის სამინისტროს ცნობით, 2020 წელს მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდა 73 განაცხადი, ჯამური ინვესტიცია 9,255,363 ლარია, მათ შორის სახელმწიფო თანდაფინანსება შეადგენს 3,983,738 ლარს.

ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური გამოცემის „ჩვენი სოფლის“ დეკემბრის ნომერში. 

უწყების ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტებით/პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. გაფორმდა 30 ხელშეკრულება. პროგრამის ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system