თავში

ფერმერთა ასოციაცია სოფლის სტიმულირების გეგმას იწონებს

ფერმერთა ასოციაცია სოფლის სტიმულირების გეგმას იწონებს
ფერმერთა ასოციაცია სოფლის სტიმულირების გეგმას იწონებს

ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი,- ამის შესახებ ,,ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე ფეისბუქგვერდზე წერს.

ზამბახიძე, ფერმერების სახელით, მთავრობას მადლობას უხდის.

,,იშვიათად ვარ კმაყოფილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა,როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრა! ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი - თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით; ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი; ფერმერები სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში; 50 % გრანტს მიიღებენ ტექნიკაზე; გაგრძელდება ხელშეწყობა, სამაცივრე შემნახველ და გადამამუშავებლებზე; დაფინანსდება სარწყავი სისტემები და სასათბურე მეურნეობები. ეს არასრული ჩამონათვალია ანტიკრიზისული გეგმის”,- წერს ,,ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა საზოგადოებას გააცნო, როგორ დაეხმარება მთავრობა სოფელსა და ფერმერებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ სოფლის მეურნეობა "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა პრიორიტეტულ მიმართულებად და ბიძინა ივანიშვილმა 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. ამაზე მთავრობა კომპანიებს გაურიგდა და რამდენიმე წელი ისინი გლეხებს იაფ დიზელს შესთავაზებენ.

მთავრობის დახმარების წყალობით, 200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პრემიერმა გახარიამ განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მცირე ფერმერებისთვის დაზღვევის ხარჯის 70%-ს მთავრობა დაფარავს

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

შეგახსენებთ, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება.

სოფლის მეურნეობის სტიმულირების გეგმაში მთავრობას დეტალურად აქვს გაწერილი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები მთავრობის დახმარების მისაღებად.

დღესვე მინისტრმა დეტალურად განმარტა, რა სახით მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system