თავში

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია
ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია

მთავრობა ფერმერებს წყლის გადასახადისგან ათავისუფლებს.

"ამ შეღავათის სრული ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია და ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებმა სუფთა ფურცლიდან, დავალიანების გარეშე განაგრძონ მუშაობა,"- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ხელისუფლება ფერმერებს ირი ტიპის საგადასახადო შეღავათს სთავაზობს

ჩვენ გვაქვს ორი ტიპის შეღავათი. ერთი - მიმდინარე, 2020 წლის განმავლობაში წარმოქმნილი დავალიანება სამელიორაციო მომსახურებაზე, რომელიც ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს. მეორე - დაგროვილი გადასახადები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ ფერმერებს. ეს არის 12-დან 19 წლის ჩათვლით დაგროვებული თანხა, მაგრამ ძირითადი დავალიანებები დაგროვდა 2012 წლამდე. პირობითი იყო საირიგაციო მომსახურება, რასაც ამ პერიოდში სახელმწიფო სთავაზობდა ფერმერებს. ძირითადად საირიგაციო სისტემა იყო მოშლილი და საქართველოში 2012 წლისთვის დაახლოებით 400 ჰექტარი თეორიულად ირწყვებოდა. დღეს საქართველოში გასარწყავიანებულია 110 ათასი ჰექტარი მიწა და ჩვენი გეგმაა, რომ 200 ჰექტარს გადავცდეთ. ამაში ათეულობით მილიონი იხარჯება”, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system