თავში

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე ფორუმი მიმდინარეობს

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე ფორუმი მიმდინარეობს
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე ფორუმი მიმდინარეობს

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში სასტუმრო ,,რედისონში" ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმი მიმდინარეობს. 

ღონისძიებას USAID/Georgia-ის მისიის დირექტორი პიტერ უიბლერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებიან. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა პრესასთან საუბრისას აღნიშნეს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამა განკუთვნილია კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული პირებისთვის, სადაც განიხილება კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. ასევე ამ დარგების ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე.

ფორუმის ფარგლებში გამოვლენილი იქნება ის ძირითადი პოტენციური ინტერვენციები, რომლებიც აუცილებელია ფინანსებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზების დასაძლევად კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის გზით.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სექტორულ დისკუსიებში  ბანკების, სალიზინგო კომპანიების, დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად.

როგორც ეკონიომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ღონისძიების მიზანია კავშირების გამყარება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიწოდების და მოთხოვნის მხარეებს შორის და ამ კონტექსტში ინოვაციური მიმართულებების გამოკვეთა, რათა ხელი შეეწყოს პროგრამის პრიორიტეტული სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების წარმომადგენლების წვდომას მეტ ფინანსებსა და კაპიტალზე. ღონისძიებაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ასევე წარმოადგენს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ელექტრონულ სახელმძღვანელოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system