თავში

ფინანსთა მინისტრი 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

ფინანსთა მინისტრი 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს
ფინანსთა მინისტრი 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი წელს 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. ამის შესახემ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე ზოგადად გეტყვით, რამდენად სწრაფად და ეფექტურად წავა ჩვენი ეკონომიკური აღდგენის პროცესი, სავარაუდოდ, ვვარაუდობთ, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. თუმცა კიდე გიმეორებთ - იმდენად დინამიურია ყველა ეს მოვლენა, შეგახსენებთ, მაგალითად, გაზაფხულზე ფაქტიურად ყოველ კვირა ცვლიდა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი პროცესებს, შესაბამისად იმისდა მიხედვით, რამდენად ეფექტურად და სწრაფად წავა პროცესი, თუმცა, მე იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმალურად სწრაფად წავა აღდგენითი პროცესი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system