თავში

ფინანსთა მინისტრი აპრილში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის

ფინანსთა მინისტრი აპრილში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის
ფინანსთა მინისტრი აპრილში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის

ფინანსთა მინისტრი აპრილში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის. ლაშა ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტის კორექტირება გახდეს საჭირო.

"ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როცა მეტი სურათი გვექნება, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების და ეკონომიკური აღდგენის ნაწილზე. მარტში ეკონომიკური ზრდა იყო 4%, რაც დაგეგმილ პარამეტრზე უფრო მაღალი მაჩვენებელია. ასევე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით აპრილში, თუმცა ამის ძირითადი ნაწილი იქნება საბაზისო ეფექტი და ისიც, რომ შარშან ლოქდაუნი იყო ამ პერიოდში და მაღალი შემცირება იყო. ველოდებით კიდევ უფრო მაღალ ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ იმაზე მეტად არის გაზრდილი როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, მათ შორის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების შეფასებასთან შედარებითაც კი, რომლებმაც გარკვეულწილად კონსერვატიულად შეაფასეს საქართველოში ეკონომიკური აღდგენის პროცესი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system