თავში

ფინანსთა მინისტრი: ბეწვის ხიდზე გავდივართ

ფინანსთა მინისტრი: ბეწვის ხიდზე გავდივართ
ფინანსთა მინისტრი: ბეწვის ხიდზე გავდივართ

"წესების დაცვა მინიმალური დისკომფორტია, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და ეკონომიკურ ფასს გადავიხდით," - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წესები დავიცვათ და ის პოზიტიური ტენდენცია შევინარჩუნოთ, რაც ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს.

"გაცილებით იოლია პირბადის გამოყენება და სხვა წესების დაცვა, ესაა მინიმალური დისკომფორტი, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია. ვირუსის გავრცელების შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება. ახლა პრაქტიკულად ბეწვის ხიდზე გავდივართ“,- აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მისივე განცხადებით, პანდემიის შემდეგ ყველა ქვეყანა ორი მთავარი კრიტერიუმით შეფასდება: სად იყო გარდაცვალებულთა ყველაზე დაბალი პროცენტული რაოდენობა და ეკონომიკის ნაკლები დაზიანება. მაჭავარიანის თქმით, ამ მიმართულებებით საქართველო ლიდერობს და ყველა წინაპირობაა, რომ საუკეთესო იყოს. ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა. იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system