თავში

ფინანსთა მინისტრი: ბოლო 8 წელში ქართული ეკონომიკა გაორმაგდა

ფინანსთა მინისტრი: ბოლო 8 წელში ქართული ეკონომიკა გაორმაგდა
ფინანსთა მინისტრი: ბოლო 8 წელში ქართული ეკონომიკა გაორმაგდა

2012 წლიდან ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2012 წლიდან ხელისუფლების გატარებული ეკონომიკური რეფორმების ეფექტურობას ადასტურებს საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში.

„ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველოს აქვს სრულიად გამჭვირვალე ქვეყნის სტატუსი და იკავებს მეხუთე ადგილს მსოფლიოში. 16,4-დან 9,9 პროცენტამდე შემცირდა ბიზნესზე საგადასახადო წნეხის მაჩვენებელი, რითაც საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. შემოღებულ ექნა მოგების გადასახადის ე. ესტონური მოდელი და მოგების რეინვესტირების მაჩვენებელმა მხოლოდ 2019 წელს შეადგინა 612 მილიონი ლარი. სიმბოლურ, ერთი პროცენტამდე შემცირდა მცირე ბიზნესის გადასახადი. მნიშვნელოვნად გამარტივდა დღგ-ს დაბრუნების მექანიზმი, დღგ-ს დაბრუნების ფაქტობრივი მაჩვენებელი კი 146-დან 615 მილიონამდე გაიზარდა 2019 წელს. დაფიქსირდა მნიშვნელოვანი წინსვლა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. 59 პროცენტით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი, 31 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი შემცირდა 54-დან 41%-მდე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის მტკიცებით, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს, 2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები ასე გამოიყურება: 2020 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება -4.9%, თუმცა 2021 წელს უკვე ქვეყნის ეკონომიკა დაუბრუნდება 5%-იანი ზრდის ნიშნულს. რაც შეეხება, ინფლაციის მაჩვენებელს, მთავრობა ვარაუდობს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 4%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო მომავალ წელს, იქნება 3%-იან მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, 2021 წელს ქვეყანას ექნება 5,1% ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system