თავში

ფინანსთა მინისტრი: ფრენების აკრძალვა ძვირი დაგვიჯდება

ფინანსთა მინისტრი: ფრენების აკრძალვა ძვირი დაგვიჯდება
ფინანსთა მინისტრი: ფრენების აკრძალვა ძვირი დაგვიჯდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იტალიასთან, როგორც მაღალი რისკის ქვეყანასთან, ფრენების აკრძალვა განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება მირებული არ არის, რადგან მთავრობა ყველა შესაზლო რისკს განიხილავს.

მინისტრის თქმით, ფრენის აკრძალვა რისკს მხოლოდ შეამცირებს,მაგრამ რეალურად რისკი მაინც დარჩება, რადგან ვირუსი, შესაძლოა, სხვა მიმართულებებიდანაც შემოვიდეს. 

არ დაგიმალავთ, რომ განხილვის საგანია, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, მათ შორის ფრენების შეწყვეტის საკითხი, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია, თუმცა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები. ძალიან ძვირი ფასი იქნება გადახდილი და ჩვენ ასევე ამას ვუყურებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები, რა პრაქტიკაა იქ, როგორ იცავენ თავს, რამდენად ძლიერია კონტროლი საზღვრებზე და გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ უკვე აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ასე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ,“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული აქვს ირანთან და ჩინეთთან. იტალიასთან სახმელეთო მიმოსვლა შეჩერებულია, თუმცა ავიამიმოსვლა ამ დრომდე გრძელდება. 

ცნობითვის, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. ოთხივე ინფიცირებული საკარანტინი პირობებში მკურნალობს. ინფექცია დაუდასტურდა იტალიაში მყოფ ერთ საქართველოს მოქალაქესაც.

კორონავირუსმა პირველად ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა. ჩინეთიდან ის მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ამჟამად ვირუსს 80 ქვეყანა ებრძვის.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 31 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 160-ით მოიმატა.

დღეისათვის ჩინეთში კორონავირუსის 80 400-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში ვირუსმა ქვეყანაში 3012 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 52 200-ს აღემატება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93 160-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system