თავში

ფინანსთა მინისტრი ინვესტიციების კლებას ელოდა

ფინანსთა მინისტრი ინვესტიციების კლებას ელოდა
ფინანსთა მინისტრი ინვესტიციების კლებას ელოდა

ზოგადად ის, რომ პირველი კვარტალი ინვესტიციების, ეკონომიკური აქტივობის კუთხით იქნებოდა დაბალი, მე მგონი, ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 41.7 პროცენტით შემცირდა.

ფინანსტა მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოში საინვესტიციო მდგომარეობა პანდემიამდე გაუარესდა.

“იანვრის ბოლოს შეიქმნა უკვე ჩვენთან ეს საბჭო, რადგან მოლოდინი არსებობდა, თუ გგონიათ მოლოდინი არსებობდა მხოლოდ საქართველოში და სხვაგან არ იცოდნენ რა ხდება, ძალიან ცდებით. ზოგადად ის, რომ პირველი კვარტალი ინვესტიციების, ეკონომიკური აქტივობის კუთხით იქნებოდა დაბალი მე მგონი ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. ის, რომ აპრილში უკვე ეკონომიკის 16%-იანი შემცირებაა, გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ერთ თვეში მოხდა და ამას წინ არაფერი არ უძღვოდა? შესაბამისად, ის რომ მთავრობა რაღაცას ვერ ახერხებს და საინვესტიციო მდგომარეობა საქართველოში პანდემიამდე გაუარესდა და პანდემიისგან დამოუკიდებლად რამე გაუფუჭდა, არაა ეს მართალი,“-აღნიშნა მაჭავარიანმა,“-აცხადებს მაჭავარიანი.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system