თავში

ფინანსთა მინისტრი: ივანიშვილი წყალტუბოს პროექტით ქართულ ეკონომიკას "დაბუსტავს"

ივანიშვილი წყალტუბოს პროექტით ქართულ ეკონომიკას დაბუსტავს
ფინანსთა მინისტრი: ივანიშვილი წყალტუბოს პროექტით ქართულ ეკონომიკას დაბუსტავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა დღეს ჟურნალისტებთან ივანიშვილის მიერ წყალტუბოს განვითარების გეგმა შეაფასა. მისი თქმით, თუ წყალტუბოშიც ისეთივე სინერგიები მოხდა, რაც აბასთუმანში ხდება, ძალიან დიდ საქმესთან გვაქვს საქმე.

„თავისთვად ის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი, მშენებლობები დაიწყება, ძალიან წაადგება ჩვენს ეკონომიკას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის მაშინ, როდესაც დასრულდება და წყალტუბო პრაქტიკულად, ეკლოგიური ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა. როგორც ვიცი, სხვა ინვესტორები და სხვა ბიზნესმენებიც აპირებენ შეურთდნენ და განმეორედეს აბასთუმნის ფენომენი, რომელიც იყო შთაგონება ამ პროექტისთვის. შესაბამისად, ისეთივე სინერგიები თუ მოხდა, რაც აბასთუმანში ხდება, მაშინ ძალიან დიდ საქმესთან გვაქვს საქმე. წყალტუბოს პროექტი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში დასრულდება, რაც სერიოზული სტიმული და „ბუსტი“ იქნება ეკონომიკისთვის," - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system