თავში

ფინანსთა მინისტრი: ლარი წლის ბოლომდე გამყარდება

ფინანსთა მინისტრი: ლარი წლის ბოლომდე გამყარდება
ფინანსთა მინისტრი: ლარი წლის ბოლომდე გამყარდება

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ „ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“. მინისტრის თქმით ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

„ მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. ეს მცდარი მოსაზრებაა. ჩვენი ფისკალური დეფიციტი დაგეგმილის ფარგლებშია. ჩვენი ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი, შესაბამისად, ამ მხრივ, ლარზე ზეწოლა არაა. თუმცა არაერთხელ ვთქვით, რომ იყო სხვადასხვა ფაქტორები, საგარეო და მათ შორის შიდა პოლიტიკური ფაქტორების, რამაც ეს გამოიწვია.

მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. რასაკვირველია, ჩვენს შორის არის და იქნება კოორდინაცია, უბრალოდ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია ინსტიტუციაა. მე მჯერა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციაც განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ იყო მონეტარული განაკვეთის აწევა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური,“-განაცხადა მაჭავარიანმა. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system