თავში

ფინანსთა მინისტრი: ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება

ფინანსთა მინისტრი: ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება
ფინანსთა მინისტრი: ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ფირობს რომ ეროვნულ ბანკს აქვს იმის მზაობა, რომ უზრუნველყოს ლარის სტაბილურობა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი ჩაერევა ბაზარზე არსებულ სიტუაციაში. 300 მლნ აშშ დოლარი უკვე დახარჯული აქვს, რომ რყევები და შოკები ემართა. ამ მხრივ, მგონი ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დღეს ლარის კურსის ცვლილება შეაფასა ეკონომიკის მინისტრმაც. ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ლარის კურსის რყევები ზომიერია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსია და ეროვნული ვალუტის გამყარება-გაუფასურება ბუნებრივი პროცესია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system