თავში

ფინანსთა მინისტრი თვითდასაქმებულებზე: სიტყვაზე ვერავის ვენდობით

ფინანსთა მინისტრი თვითდასაქმებულებზე: სიტყვაზე ვერავის ვენდობით
ფინანსთა მინისტრი თვითდასაქმებულებზე: სიტყვაზე ვერავის ვენდობით

ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის მცირე მეწარმეთა რეგისტრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმალურად რბილი მოდელით მივუდგებით ამ ადამიანებს, რაც გულისხმობს შემდეგს: რამე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ მოგვიტანეს ან საბანკო ამონაწერი, რომელშიც ასევე ჩანს, რომ რეგულარულად იღებდნენ შემოსავალს რაღაც საქმიანობიდან გამომდინარე. მაგალითად, AirBnB-ს გაქირავების შემთხვევაში, რაღაც პერიოდში თუ ჩანს, რომ ჩარიცხვები ჰქონდა და აქირავებდა ბინას და დღეს ვეღარ აქირავებს, მასაც ჩავუთვლით. ეს არის ის, რაზე დაყრდნობით ჩვენ შეიძლება დავკარგოთ საბიუჯეტო სახსრები“, - განმარტა მინისტრმა და დაამატა, რომ, სამწუხაროდ, სახელმწიფო სიტყვაზე ვერავის ენდობა, ამიტომ კომპენსაციის მისაღებად რაიმე დამადასტურებელი საბუთის აუცილებელია. 

მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება მეწარმის რეგისტრაციის მნიშვნელობა გამოავლინა.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system