თავში

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: სახელმწიფო ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან ზრდაზე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: სახელმწიფო ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან ზრდაზე
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: სახელმწიფო ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან ზრდაზე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ასევე მოისმინეს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ".

საკითხზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს, ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების და პარამეტრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, რაც იმ პირობებში, როცა მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენს რეგიონში შეინიშნება კლებადი ტენდენცია, საკმაოდ ამბიციურია, თუმცა, ვფიქრობთ შესაძლებელი იქნება ამ მაჩვენებლის მიღწევა“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რასაც ბიუჯეტი ითვალისწინებს ეს არის საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა. „საბიუჯეტო დეფიციტი ჩვენ გვაქვს 2,7%-ის ოდენობით, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს შენარჩუნებული დაბალი დეფიციტის მაჩვენებელი და ამ პირობებში ჩვენი აუცილებელი მიზანი იყო, რომ არ შეგვემცირებინა კაპიტალური დანახარჯები, ვინაიდან მათი შემცირება შესაბამისად აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპზეც და შეუძლებელი იქნებოდა მიგვეღწია 5%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის“, - განაცხადა მომხსენებელმა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სოციალური სისტემის გაუმჯობესების კუთხით, ბიუჯეტში დამატებით, 300 მლნ ლარია გათვალისწინებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system