თავში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბელარუს კოლეგებს უმასპინძლეს

​ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბელარუს კოლეგებს უმასპინძლეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და უფროსის მოადგილემ ვახტანგ ფარესიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტისწარმომადგენლებს, მარინა დრობიშევსკაიას და დენის ბარდიანს უმასპინძლეს.

სამუშაო შეხვედრას კი გაუძღვნენ საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო კერესელიძე და შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კანდელაკი.

სტუმრები გაეცნენ საქართველოში მოქმედ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამას და დღგ-ს ზედმეტობის ხელოვნურად შექმნისა და გამოყენების მაგალითებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system