თავში

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აგრარულ კომიტეტს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აგრარულ კომიტეტს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აგრარულ კომიტეტს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.

მომხსენებელმა ის პარამეტრები წარმოადგინა, რაზეც არის დაფუძნებული 2020 წლის ბიუჯეტი. მისი თქმით, მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0%-ით არის განსაზღვრული, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 48.5 მლრდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2019 წელს საგადასახადო შემოსავლების განახლებული პროგნოზი შეადგენს 11 310,0 მლნ ლარს. 2019 წლის განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული 2020 წლის მაჩვენებელიც, რომელიც მშპ-ს 25.0%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 12 130,0 მლნ ლარს.

გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებზე. მან დეტალურად მიმოიხილა დარგების მიხედვით სამინისტროებისა და უწყებების დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხების საკითხი. განსაკუთრებით დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების თაობაზე, რომელიც 353 მლნ ლარს შეადგენს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას შეფასებით მისასალმებელია ნებისმიერი გაზრდილი მაჩვენებელი, ნებისმიერ სექტორში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კომიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის პრიორიტეტიზაცია, კომიტეტისთვის მიუღებელია ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის 4 მლნ-ით შემცირება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system