თავში

Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი გაზარდა

Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი გაზარდა
Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი გაზარდა.

მან აპრილის ბოლოს მსოფლიო ეკონომიკის შემცირება 3.9%-ზე ივარაუდა თუმცა განახლებული პროგნოზით, ვარდნა 4.6% იქნება.

განახლებული შეფასება ასახავს ევროზონასა და დიდ ბრიტანეთში მოსალოდნელ ვარდნას, ასევე ჩინეთის გამოკლებით, მთელ განვითარებად ბაზრებზე მოსალოდნელ ვარდნას.
Fitch-ი განახლებული შეფასებით, ევროზონაში 8.2%-იან რეცესიას მოელის, რაც შემცირების რეკორდული მაჩვენებელია. ცალკეული ქვეყნების მიხედვით მოსალოდნელი ვარდნა ასეთია

● ესპანეთი - 9.6% (თავდაპირველი პროგნოზი 7.5%);
● იტალია - 9.5% (თავდაპირველი პროგნოზი 8%);
● საფრანგეთი - 9% (თავდაპირველი პროგნოზი 7%);
● დიდი ბრიტანეთი - 7.8% (თავდაპირველი პროგნოზი 6.3%).

ინდოეთში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული მკაცრი ნაბიჯების გამო, Fitch-ი წლის განმავლობაში 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს. ვირუსის გავრცელების მაღალი ტემპების გამო, ბრაზილიასა და რუსეთში მოსალოდნელი რეცესია ამჟამად 6%-სა და 5%-ზე არის შეფასებული.

Fitch-ი უცვლელად, 0.7%-ზე შეინარჩუნა ჩინეთში ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი. ვარდნის პროგნოზი უცვლელია აშშ-სა (5.6%-იანი ვარდნა) და იაპონიაშიც (5%-იანი ვარდნა).

Fitch-ის ვარაუდით, 2020 წელს ჯამურად ცენტრალური ბანკების მხრიდან საფინანსო ბაზრებისთვის დამატებით 6 ტრილიონი დოლარის მიწოდება მოხდება.

უმუშევრობის პრობლემა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. Fitch-ი აშშ-ში მაისში უმუშევრობის მაჩვენებლის 20%-მდე ზრდას ვარაუდობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system