თავში

ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები კვლავ დაბალია

ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები კვლავ დაბალია
ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები კვლავ დაბალია

 COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გამო ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები კვლავ მკვეთრად შემცირებულია და სექტორი გახსნის მოლოდინშია. ამის შესახებ აღნიშნულია TBC Research-ი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მორიგ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად,  ივლისის პირველ კვირაში ტანსაცმელზე უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდამ 41% შეადგინა. გართობაზე უნაღდო დანახარჯების წლიურმა ცვლილებამ და -52% შეადგინა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე (-58%) მაღალია. 

"საერთო ჯამში, შეინიშნება გაუმჯობესების ტენდენცია ბოლო კვირების განმავლობაში," - აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისთვის,  საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზები 6 ივლისიდან გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.

პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება ყველგან სავალდებულოა.

რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით.

აკრძალულია ბართან საკვებისა და სასმელის მიღება.

ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ჯგუფური ვარჯიშისას, როგორიცაა იოგა, პილატესი და სხვა, დარბაზში 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება, თანაც აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

ტრენაჟორების დარბაზში ყოველ 6 მ2 ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system