თავში

ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოთხოვნა 17.3%-ით გაიზარდა

ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოთხოვნა 17.3%-ით გაიზარდა
ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოთხოვნა 17.3%-ით გაიზარდა

საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა, - ამის შესახებ ეროვნულიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენცია მომდევნო კვარტალშიც გაგრძელდება. 

კერძოდ, ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ივნისში მარტთან შედარებით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების გაწლიურებული ზრდის ტემპი 8 პპ-ით გაიზარდა და 17.3% შეადგინა.

ვალუტების ჭრილში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა მნიშვნელოვანწილად ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა განაპირობა. საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოთხოვნის ზრდას კვლავ მოელიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system