თავში

ფხენიანში, უცხოური რადიოს მოსმენისთვის, სამხედრო ქალი დააპატიმრეს - PHOTO

ფხენიანში, უცხოური რადიოს მოსმენისთვის, სამხედრო ქალი დააპატიმრეს
ფხენიანში, უცხოური რადიოს მოსმენისთვის, სამხედრო ქალი დააპატიმრეს - PHOTO

ჩრდილოეთ კორეაში, რადისტი ქალი, რომელიც სანიმუშო სამხედროდ ითვლებოდა, დააკავეს და პოლიტიკური პატიმრების სასტიკი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება. ქალს ამერიკული დაფინანსებით მოქმედი "რადიო თავისუფალი აზიის" მოსმენა ედება ბრალად. ინფორმაციას ამის შესახებ Express.co.uk. ავრცელებს.

სამხედრო შეიარაღებული ძალების სამინისტროს კავშირგაბმულობის განყოფილებებში მუშაობდა. მას სამინისტროსა და უმაღლეს მთავარსარდლობას შორის რადიოკავშირის უზრუნველყოფა ევალებოდა. დაკავებულმა აღიარა, რომ ის უცხოურ რადიოს 3 წლის განმავლობაში უსმენდა. ქალს რადიოსიხშირე ჩართული დარჩა და მისი ადგილობრივ სიხშირეზე დაბრუნება დაავიწყდა. ეს სამხედრო უსაფრთხოების აგენტმა აღმოაჩინა და ხელმძღვანელობას მოახსენა. დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულია სამხედრო ქალის ოჯახის წევრებიც.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბოლო წლებში უცხოური ფილმების ყურებისთვის სასჯელი მაქსიმალურად - 10 წლამდე გაზარდა. ასევე სასტიკად ისჯება არაკორეული მუსიკის მოსმენაც. ამ ნაბიჯებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, მოსახლეობის იზოლაციას და მასზე დასავლეთის გავლენის აღმოფხვრას მაქსიმალურად ცდილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system